თეზევსის მითი (სულიერების კრიზისის პრობლემა)

მკითხველს შევახსენებ: თეზევსი, თქმულების თანახმად, ძველი ათენის ”ყველაზე ბრწყინვალე გმირი იყო” (პარანდოვსკი). ბბევრი საგმირო საქმე ჩაუდენია მას თავისი ხალხის, თავისი ქალაქის სასიკეთოდ. ერთი კი მაინც გამორჩეულია: ათენელებმა შვიდი რჩეული ჭაბუკი და შვიდი რჩეული ასული უნდა წარგზავნონ კუნძულ კრეტას, ხარკად უნდა მიართვან იქაურ მეფე მინოსს, იმან კი მინოტავრს უნდა შეაჭმევინოს, ურჩხულს, ლაბირინთად წოდებულ სასახლეში რომ ბინადრობს. თეზევსი საკუთარი ნებით თან წაჰყვება განწირულ ქალ-ვაჟებს, ან თავი უნდა შეაკლას ურჩხულს, ანდა თანამემამულენი იხსნას საზარელი სიკვდილისაგან. კეთილშობილი, მამაცი ჭაბუკი გაიმარჯვებს. დდიდად განითქმება მისი სახელი, მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება შთამომავლობაში.
მმეორე ელინის სახელიც შემოინახა მითოსმა: სახელი სიზიფესი. ჱყველამ იცის, რითი არის იგი ცნობილი. მმოარულ გამოთქმად ქცეულა: “სიზიფეს შრომა”. ღმერთებმა ავკაცური ცხოვრების გამო დასაჯეს სიზიფე. ჩაგზავნეს ქვესკნელს სულეთში, ჰადესში, იქ მიუჩინეს სამუდამო ადგილსამყოფელი. თანაც მძიმე. ჲუაზრო შრომა არგუნეს წილად. დდიდი ქვა უნდა ააგოროს აღმართში, მწვერვალზე აიტანოს. ისიც ეზიდება სიმწრით. მმწვერვალს რა მიატანს, უცებ ხელიდან გაუსხლტება ლოდი, თავქვე დაუგორდება. თავიდან იწყება ჭაპანწყვეტა. აასე მეორდება დაუსრულებრივ. ეს მძიმე, უნაყოფო, უაზრო შრომა, არსებითად, უპერსპექტივო, ფუჭი. აბსურდული არსებობა ბედკრულისა სამარადისო ხვედრი, მარადიული სატანჯველია.
აალბერ კამიუ ,,სიზიფეს მითში”, ფილოსოფიურ-ესეისტურ თხზულებაში. ამ მითოსურ პერსონაჟს ადამიანის ზოგად, სიმბოლურ სახედ სახავს, მის ხვედრს კაცობრიულ ხვედრად გაიზიარებს.
,,ერთადერთი ნამდვილად სერიოზული ფილოსოფიური პრობლემა თვითმკვლელობის პრობლემაა. გადაწჭვიტო, ღირს თუ არა სიცოცხლე იმად, ბოლომდე განვლო წუთისოფელი, ეს ნიშნავს, პასუხი გასცე ფილოსოფიის ფენდამენტურ კითხვას”-ო, -თხზულების დასაწყისშივე აცხადებს ფრანგი მწერალი-მოაზროვნე.
ჵპასუხი საბოლოოდ ამგვარად ჟღერს: მართალია, სიცოცხლე არ ღირს, იგი ბოლოვადურია და უაზრო, მაგრამ ადამიანის ღირსების საქმეა, ბოლომდე გაძლოს წუთისოფელში. გამოიჩინოს ტრაგიკული სტოიციზმი.
ჲუნდა ითქვას, რომ დოსტოევსკის გმირი კირილოვი (,,ეშმაკნი”) მეტ ლოგიკურ თანმიმდევრულობას იჩენს ამ მხრივ. თუ ღმერთი არ არის, მაშინ თავად მე ვარ ღმერთიო, დაასკვნის, და ამ აზრის დასამტკიცებლად, ანუ დასტურად იმისა, ნების სრული თავისუფლება მაქვსო, ადგება და თავს მოიკლავს.
სიცოცხლის ღირებულების საკითხის დასმა და მისი, არსებითად თუ ვიტყვით, უარყოფითადაგადაწყვეტა, ადამიანის სულიერი კრიზისის მაჩვენებელია, არა მხოლოდ ცნობიერების კრიზისისა, ანუ სუბექტისა, რომელმაც ეს კრიზისი გააცნობიერა, არამედ იმისიც, რაც გააცნობიერეს- ე.ი. კულტურისა, ამ ცნების ფართო მნიშვნელობით.
კკულტურის უმწეობა, შინაგანი კრახი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გააცნობიერა ევროპამ. ალბერტ შვაიცერმა ნაშრომში ,,კულტურა და ეთიკა”, რომელიც 1923 წელს გამოქვეყნდა, მკაფიოდ გამოითქვა ის აზრი, ომს კი არ გამოუწვევია კულტურის კრიზისი, პირუკუ, ჩვენი კულტურის ღრმა კრიზისის გამოვლინებაა ომიო.
მიუხედავად მწარე გამოცდილებისა, კიდევ გაიმართა ხალხთა სასაკლაო, კიდევ მილიონობით ადამიანი დაიხოცა ან დასახიჩრდა, კვლავ მოოხრდა, გაჩანაგდა ქვეყნები, ამის შემდეგღა ისწავლა ჭკუა ევროპამ, მისმა წამყვანმა ერებმა ბოლოს და ბოლოს მონახეს ეფექტური ფორმა მშვიდობიანი თანაარსებობისა, მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობისა შესაფერისი პოლიტიკურ- სამართლებრივი ორგანიზაციების – ევროკავშირის, ევროპარლამენტის შექმნით, ფულის საერთო ერთეულის შემოღებით. წინააღმდეგობა სახელმწიფოებს შორის არ გამქრალა, ოღონდ იარაღის ადგილი კაპიტალმა დაიკავა, ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა მშვიდობიანმა ეკონომიკურმა კონკურენციამ შეცვალა.
აახალი კატასტროფა თავიდან იქნა აცილებული, მაგრამ კულტურის კრიზისი, სულიერი კრიზისი გაგრძელდა და გაღრმავდა. ასე იმიტომ მოხდა, რომ სათავე დეგრადაციის პროცესისა – ევროპული ნიჰილიზმი (ნიცშესეული გაგებით) ვერ იქნა დაძლეული. ტრადიციულ, ქრისტიანულ ღირებულებათა გაუფასურებამ და ახალ ღირებულებათაეძიებამ, სიცოცხლის ღირებულების გადასარჩენად მორალისთვის არტახების სულ უფრო მეტად მოშვების ტენდენციამ ვითარება უარესობისკენ შეცვალა.
წინა საუკუნის სამოციან-სამოცდაათიან წლებში ზნეობის წინააღმდეგ იერიშის მიტანამ, პირველ ყოვლისა, ზნეობრივი ნორმებისაგან სექსუალური ურთიერთობის განთავისუფლებამ (ე.წ. „სექსუალური რევოლუცია’’), პოხიერი ნიადაგი შექმნა კულტურისთვის ძირის გამოსათხრელად, „კონტრკულტურის’’ ასაღორძინებლად. კულტურას ოფიციალურადაც გამოუცხადეს ომი. ასე: დევიზი ,,ახალი მემარცხენეების” სახელით ცნობილი საზოგადოებრივ-იდეოლოგიური მოძრაობისა, რომელიც დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებული შტატებში გაიშალა წინა საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს, საფრანგეთში გახლდათ: ,,ძირს კულტურა!” ხოლო შეერთებულ შტატებში- ,,აკეთე, რაც გინდა!”.
მას აქეთ ეს ტენდენცია სულ უფრო ფართოდ იკიდებს ფეხს და მის სხვადასხვაგვარ გამოვლინებას აგერ, ჩვენშიაც თვალნათლივ ვხედავთ ეს ერთი ხანია, უშუალო მოწმენი ვართ ზნეობის გაბიაბრუებისა და ,,მასობრივი კულტურის” აყვავების. იმ ჰავას, რომლითაც ვსუნთქავთ, სულ უფრო მეტად ეპარება ხრწნის სუნი.
ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამ, ზნეობის თავდაყირა დაყენებამ საბოლოოდ ის შედეგი გამოიღო, რომ, ნაცვლად სიცოცხლის ნების განმტკიცება-გამყარებისა, თავად სიცოცხლის საფუძველს შეექმნა საფრთხე, ეს საფუძველი მოირყა, სიცოცხლის მიზანდა დაეცა. ჲუაღრესად გაღრმავდა უფსკრული სულსა და სხეულს, რეალურსა და იდეალურს შორის. დამკვიდრდა ფიზიოლოგიური სიამოვნების კულტი, ,,სექსის” კულტი, კუჭის კულტი, ძალადობის კულტი… სხეულის ბატონობამ აპოგეას მიაღწია. სულიერი მხარე ფეხქვეშ გაითელა.
თუ შუა საუკუნეებში სულიერი საწყისის ზეობა, სხეულის დათრგუნვის პრინციპი, სულიერი ასკეტიზმი ქმნიდა უმთავრეს წინააღმდეგობას, უმთავრეს დაბრკოლებას ადამიანის შინაგანი განვითარების გზაზე, მთლიანი, ჰარმონიული, სისხლსავსე ცხოვრებით მცხოვრები პიროვნების იდეალის მისაღწევად, ახლა, პირიქით, მეორე უკიდურესობამ იჩინა თავი – სულზე სხეულის სრულმა ბატონობამ. მთავარი პრობლემა მკვეთრად დარღვეული წონასწორობის აღდგენა, სულიერების აღორძინება გახდა, რისი საწინდარიც რელიგიური გრძნობის აღზრდაა.
რა უშლის თანამედროვე ადამიანს უმთავრესად ხელს, მიბრუნდეს რელიგიური რწმენისკენ, მიბრუნდეს რეალურად და არა ფორმალურად, რა აიძულებს მას, გაორებული იყოს, სიტყვით ერთს ამბობდეს, საქმით კი სხვას აკეთებდეს, პირჯვარს იწერდეს და ამავე დროს ქრისტიანულ მორალს ბღალავდეს? რა არის ის ძალა, რაც არ ანებებს, ერთ უფალს უერთგულოს, ერთ უფალს სცემდეს თაყვანს? ეესაა, უწინარეს ყოვლისა, ფული, ფულის ფეტიშიზმი.
ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში საზოგადოების მთავარ მამოძრავებელ ძალად ოქრო იქცა. ეს თვალსაჩინო გახადა ჯერ კიდევ ბალზაკმა ,,ადამიანური კომედიით”, მოგვიანებით კამიუმ ,,მეამბოხე ადამიანში” აღინიშნა: წინათ ადამიანები ხმლის მეშვეობით ბატონობდნენ ერთმანეთზე, ახლა ფულის მეშვეობით ბატონობენო.
ფულის ფეტიშიზმის ხაზგასმა საჭიროა იმიტომ, რომ აქ ჩანს ნამდვილი სახე თანამედროვე საზოგადოებისა თავისი წყლულებითურთ. ფული უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს საზოგადოების თვალში.იგი საშუალებიდან მიზნად იქცა. ის წყარო და სიმბოლოა ძალაუფლებისა, სიმდიდრისა, სახელ-პატივისა, ყოვლისშემძლეობისა… მისი მეშვეობით ყველაფრის ყიდვა შეიძლება. ყიდვა-გაყიდვის საგანია როგორც სულიერი ფასეულობანი – სინდისი, ღირსება, ინტელექტი, ნიჭი, სიყვარული, ისე ქალის სხეული, სხეულის რომელიმე ორგანო (მაგ., თირკმელი. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ფელინის ,,საამურ ცხოვრებაში” ერთ-ერთი პერსონაჟი საკუთარ თვალს ყიდის ფინანსური გასაჭირისგან თავის დასაღწევად). ყიდის დედა ჩვილ ბავშვს (მართალია, აქ სოციალური სიდუხჭირე ახდენს გავლენას, მაგრამ ზნეობრივი დაცემაც ფაქტია). გაჩნდა მონობის თანამედროვე სახეობა, ადამიანებით ვაჭრობის თავისებური ფორმა (საგანგებო ტერმინიც კი შემოვიდა სიტყვათხმარებაში: ,,ტრეფიკინგი”)
ფულის ფეტიშიზმი რყვნის არა მხოლოდ ინდივიდუალურ მორალს, არამედ მთლიანად საზოგადოების მორალსაც. ეს კი – აქ კვლავ უნდა გავიმეოროთ ის, რაც ზემოთ ითქვა – არყევს თვით სიცოცხლის საძირკველს, აუფასურებს სიცოცხლეს. რაკი ყველაფერი საქონლად, საცვლეს ღირებულებად იქცევა და გასაყიდად გამოაქვთ ბაზარზე, აღარაფერი რჩება წმინდა, ძვირფასი, ხელშეუხებელი. იბღალება ინტიმურობის ფაქიზი სფერო. ქალს ეცლება სიწმინდის საბურველი, ეკარგება უმთავრესი რამ –იდუმალი ხიბლი; იგი ტიტლიკანდება, ხდება კახპა, უბრალო ძუკნა. უაღრესად ინტიმური გადაიქცა ბანალურ, ჩვოულებრივ რამედ. მოდაში შემოვიდა სიტყვა ,,სექსუალური”. აღარავინ ამბობს ქალზე: ,,მიმზიდველია”, ,,მშვენიერია”, ამკობენ ერთადერთი ეპითეტით – ,,სექსუალურია” (ე.ი. ავხორცული გჟინის აღმძვრელიაო). ……
პორნოგრაფია (ეს სიტყვა ნიშნავს გარყვნილების, სქესობრივი აღვირახსნილობის შიშვლად გამოხატვას) ღრმად არის ფესვგადგმული თანამედროვე ლიტერატურასა და ხელოვნებაში, პრესასა და ტელევიზიაში. იგი ღერძია ,,მასობრივი” კულტურისა, რომელიც აქტიურ როლს ასრულებს ე.წ. ,,მასობრივი საზოგადოების” ჩამოყალიბებაში, ერთფეროვანი, უსახური, ერთმანეთის წამბაძველი ჯოგის ფორმირებაში.
მასას, შინაგანი სიცარიელის, სულიერი გამოფიტულობის გამო, მეტისმეტად იტაცებს გართობა, სენსაცია, სკანდალი, სეირი… იგი შეპყრობილია არაჯანსაღი ცნობისმოყვარეობის გრძნობით. მმასმედია, განსაკუთრებით ტელევიზია, გაჟღენთილი კომერციული სულით, მარჯვედ იყენებს ამ თვისებებს თავისდა სახეიროდ; ათაყვანებს მაყურებელს ათასგვარი უბადრუკი გადაცემით, გაუთავებელი ლაზღანდარობით, ტაკიმასხარაობით; რაც უფრო უკეთ ახერხებენ ამას, მით მეტია პოპულარობა, მით მეტია შემოსავალი, გაიკვირვებენ კიდეც: მერედა, ეს საძრახისია? გგანა მთავარი ბიზნესი არ არისო?
ყოველივე იმის მიხედვით, რაც ზემოთ ითქვა, ცხადი უნდა იყოს, თუ რაოდენ დიდია ფულის ფეტიშიზმის როლი, როგორც საზოგადოებრივი მორალის დაქვეითების ფაქტორისა. გგასარკვევი ისღაა, რა არის ამ ფაქტორის არსებობის მიზეზი. მორალის მეშვეობით იგი არ აიხსნება. საჭიროა სხვა სფეროში გადანაცვლება.
აქ აუცილებელია ბაზისის ცნების მოშველიება. შეიძლება ვინმემ ტუჩები აპრუწოს და ამრეზით ან ირონიული ტონით შენიშნოს, ეს ხომ მარქსის სახელთან არის დაკავშირებულიო. საქმე ისაა, რომ ამ ცნების მოუმარჯვებლად ვერ მოხერხდება საკითხის ბოლომდე გარკვევა, მსჯელობა ზედაპირული, ვითარების აღწერით შემოფარგლული, დარჩება. ისე, იმათ საყურადღებოდ, ვისაც წინასწარ აკვიატებული დამოკიდებულება აქვთ ამა თუ იმ მოაზროვნის სახელისადმი, ვიტყვი, რომ ბაზისის ცნების მნიშვნელობას აღიარებდა თვით ჟან-პოლ სარტრი, ერთ-ერთი მამამთავარი ეგზისტენციალიზმისა, საქვეყნოდ განთქმული მწერალი და ფილოსოფოსი. (მეტიც: სარტრი მარქსიზმის ეგზისტენციალიზმით შევსების საჭიროებასაც ხედავდა).
ცნობილია, რომ ყოველ ბაზისს, ყოველ წარმოების წესს თავისი ძირითადი კანონი აქვს. აასეთი კანონი აქვს ამჟამად ფართოდ დამკვიდრებულ საბაზრო ეკონომიკასაც. რა არის ეს კანონი? მაქსიმალური მოგების მიღება. სწორედ ამ ძირითადი ეკონომიკური კანონის მოქმედების შედეგია ფულის ფეტიშიზმი, საბოლოო ანგარიშით კი, მთელი ის იდეოლოგიური ზედნაშენი, რომლის გამოხატულებასაც საზოგადოების მორალურო მდგომარეობა წარმოადგენს. აქედან გამომდინარეობს მარტივი ლოგიკური დასკვნა: არსებული ბაზისის პირობებში ილუზიური იქნებოდა მორალური კრიზისის დაძლევის იმედი. საზოგადოების ზნეობრივი გადახალისება შესაძლებელია იმგვარი ბაზისის, იმგვარი წარმოების წესის არსებობისას, რომლის მიზანია არა მაქსიმალური მოგება, არამედ ადამიანთა გონივრული, მზარდი მატერიალური და კულტურული მოთხოვნილებების მაქსიმალური დაკმაყოფილება.
ნათქვამია: ვინც ,,ან”-ს ამბობს, ,,ბან”-იც უნდა თქვასო. ჩვენც მოვალენი ვართ, ასე მოვიქცეთ.
გგვაქვს თუ არა წარსულის მაგალითი, ისტორიული პრეცედენტი სხვაგვარი ბაზისის არსებობისა და მისგან შობილი, ამჟამინდელისაგან რადიკალურად განსხვავებული სოციალური პოლიტიკისა?
რაგინდ ენით აუწერელი უნდა იყოს ის ტრაგედია, რაგინდ შემზარავიც ის მასობრივი რეპრესიები, რაც თან ახლდა სტალინურ ხანას, ობიექტური ჭეშმარიტება და არა პირადი სიმპათია-ანტიპათიის გრძნობა მოითხოვს ითქვას, რომ მას, ამ ხანას, ჰქონდა ორი ისეთი დადებითი მხარე, რომელთა დავიწყება, რომელთა უგულებელყოფა არ ეგების. ერთი იყო სოციალური პოლიტიკა. სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ხალხის ნაშრომ-ნაიფლარი ხალხსავე უბრუნდებოდა, მასვე ხმარდებოდა. აამით იყო უზრუნველყოფილი საყოველთაო უფასო სწავლა-განათლება და უფასო სამედიცინო მომსახურება. ბბიუჯეტისავე ხარჯზე ხდებოდა ბინათმშენებლობა, ბინის უფასოდ მიღება და ხალხის სხვა სოციალურ-კულტურულ საჭიროებათა დაფინანსება.
საკითხავია: შესაძლებელია თუ არა ამგვარი სოციალური პოლიტიკის გატარება იმ დროს, როცა ეროვნული შემოსავალი ისე ნაწილდება, რომ ლომის წილი ხმარდება ცალკეულ ადამიანთა თუ ჯგუფთა პირადი სიმდიდრის ზრდას, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ნაწილი – უზარმაზარი ადმინისტრაციულ-ბიოროკრატიული სისტემის შენახვას, მავალრიცხოვან ჩინოვნიკთა ჯიბის გასქელებას? ჵპასუხი, ვგონებ, თავისთავად ნათელია.
მეორე დადებითი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მხარე ის იყო, რომ სოციალური პროგრესი, მასათან ერთად წარმოების სწრაფი ზრდა, ყოველწლიური კლება ფასებისა სურსათსა და ფართო მოხმარების საგნებზე ქმნიდა რეალურ ნიადაგს, დაწყებულიყო თანდათანობით გადასვლა სასაქონლო წარმოებიდან, საქონელბრუნვიდან პროდუქტების გაცვლა-გამოცვლაზე ქალაქსა და სოფელს შორის, რაც თავისთავად ზღუდავდა, თანდათანობით ამცირებდა ფულის როლს, ფულის ფუნქცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეეს საკითხი 1950-იანი წლების დასაწყისში ოფიციალურად დადგა დღის წესრიგში. შემდეგ დიადოხოსებმა არ თუ ვერ გააგრძელეს სტალინური სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის კურსი. მმაგრამ ხსენებული ხანის გამოცდილება იმემკვიდრა და შემოქმედებითად აითვისა ჩინეთმა. ჩინეთში, რომელიც სახალხო-დემოკრატიულ ქვეყნად ითვლება, როგორც ჩანს, დანერგილია, დაახლოებით, იმ ტიპის სოციალურ-ეკონომიკური, სისტემა, როგორიც საბჭოთა კავშირში 20-იან წლებში არსებობდა ,,ნეპის” სახით. ჩინეთის წარმატებანი ცნობილია. იგი სწრფად ავითარებს წარმოებას, პირველ ადგილზეა წარმოების ზრდის ტემპით. ეეკონომიკის განვითარების დონით გაუსწრო იაპონიას და კვალში ჩაუდგა შეერთებულ შტატებს. ისტორიის გამოცდილება მოწმობს, რომ საბოლოოდ იმარჯვებს ის სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების ზრდის უფრო მაღალ ტემპს, შრომის ნაყოფიერების უფრო მაღალ დონეს. აამ მხრივ ჩინეთის გეზი პერსპექტიული ჩანს. ოღონდ ამ გეზის გაზიარება შესაძლებელია არა ოლიგარქიული დემოკრატიის პირობებში, როგორიც, მაგალითად, ჩვენშია, არამედ სახალხო დემოკრატიის არსებობისას.
ახლა შეგვიძლია მივუბრუნდეთ იმ საკითხს, რითაც დავიწყეთ – საკითხს ადამიანის არსებობის აბსურდულობის შესახებ, დასმულს ალბერ კამიუს ,,სიზიფეს მითში”. მოგეხსენებათ, კკამიუ ეკუთვნოდა ეგზისტენციალისტური მიმდინარეობის ე.წ. ,,ათეისტურ ფრთას”. აამიტომ ზემოხსენებული საკითხი მან დასვა რელიგიური რწმენის გარეშე. მმაგრამ, თუკი შევთანხმდით, რომ ქრისტიანული რწმენის, ქრისტიანული ზნეობის აღორძინების გზაზე მთავარ დაბრკოლებას ფულის ფეტიშიზმი წარმოადგენს, თუ იმ აზრსაც ვიზიარებთ, ამ სენის დაძლევა პრინციპულად შესაძლებელიაო, მაშინ ადამიანის არსებობის საზრისიანობა-უსაზრისობის საკითხსაც სულ სხვაგვარად უნდა შევხედოთ.
ცნობილი თვალსაზრისი, რელიგია ოპიუმია, ხალხს ილუზიით კვებავსო, აშკარად მოძველებულად უნდა ჩაითვალოს. ჩვენს დროში ქრისტიანული რწმენა ხელს ვერ შეუშლის ადამიანს, სოციალური აქტიურობა გამოიჩინოს, თუ ამას საჭიროება მოითხოვს. თანამედროვე ადამიანი ვეღარ დასჯერდება, მსგავსად გრიგოლ ორბელიანის მუშა ბოქულაძისა, იმ იმედს, ჩემს მძიმე ტვირთს ,,იქ”, ,,საუკუნო განსასვენსა ალაგს” მოვიხსნი, მე და ,,განცხრომის ძე” იქ გავთანასწორდებითო. ჲუნდა უკუვაგდოთ ის აზრიც, ქრისტიანული რელიგია ცდილობს, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მორალის მეშვეობით გადაჭრასო.
ქრისტიანული სარწმუნოება, რწმენა ღვთის სამართლიანობისა, სულის უკვდავებისა დიდი ნუგეშია თანამედროვე ადამიანისთვის. ქქრისტიანურმა რელიგიამ შექმნა უჭკნობი იდეალი ჭეშმარიტი ჰუმანიზმისა, ჭეშმარიტი ადამიანობისა, სათნოებისა, იდეალი, რომლისკენ სვლაც აუცილებელია ადამიანის გადასარჩენად. ღრმა მორალური კრიზისისგან თავის დასახსნელად.
ეს კია: საზოგადოების ლტოლვას ზნეობრივი აღმასვლისკენ ზურგს უნდა უმაგრებდეს ღვთაებრივი ნების შესატყვისი, სამართლიანი, ხალხური სოციალური პოლიტიკა.

,,მწერლის გაზეთი”, #4, 1-31 მაისი, 2011.

About these ads
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s